Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე: დღეს 10-დან 9 ბინას ვერ იყიდის, მთავრობა ამ 9-ის გადასახადებით მეათეს უხდის ბინის ფულს


ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გაჭირვებული ხალხის გადასახადებით შეგროვილი ფულით მთავრობა ბინის ფულს უფინანსებს სხვას. ასე შეაფასა ბაქრაძემ მთავრობის შეთავაზება, რომლითაც იპოთეკური სესხებიდან 4 პროცენტი ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება.

"დღეს საქართველოში, მით უმეტეს ამ კრიზის პირობებში, 10 ადამიანიდან 9 ბინას ვერ იყიდის და არ იყიდის. და მთავრობა, იცით რას გვთავაზობს? ამ 9 ადამიანმა, საკუთარი ფულით, საკუთარი გადასახადით ბინა დაუფინანსოს მეათეს", - თქვა ბაქრაძემ TV პირველზე.

​მისი შეთავაზებაა, მთავრობამ საერთოდ დაწიოს გადასახადები, რითაც ყველა სფეროს წარმომადგენელს კრიზისიდან გამოსვლა გაუადვილდეს.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ამისთვის 4 მიმართულებით 400 მლნ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG