Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


31 მაისის მონაცემებით, 757 დადასტურებულ შემთხვევას 26 ახალი შემთხვევა დაემატა და COVID-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 783-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან უდიდესი ნაწილი ბოლნისის მუნიციპალიტეტზე მოდის.

„26-დან 18 შემთხვევა არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევისას, რა თქმა უნდა, ხდება დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება, მაგრამ შემდგომში გრძელდება მათი კონტაქტების კვლევა. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია, რომ ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მე-14 დღისთვის კვლავ მოხდეს მათი დატესტვა.

სწორედ ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს, როდესაც არის მატება ბოლნისის წყაროდან. სადღაც 10-14 დღის განმავლობაში გვაქვს ხოლმე მომატებული ციფრი 1-2 დღე და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, შემდგომი ყოველი მე-14 დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

მუშევანის გარდა, ახალგამოვლენილი შემთხვევებიდან 4 ე.წ. „საბურთალოს კლასტერზე“ მოდის, ხოლო 4 - საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტია.

განკურნებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და ამჟამად 605-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 48 პაციენტი მკურნალობს. 11 მათგანი ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდან არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG