Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: უდიდესია პოლიციელის როლი ეპიდემიასთან ბრძოლაში 


პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ილაპარაკა პოლიციელის როლზე როგორც სახელმწიფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, განსაკუთრებით - კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

„ექიმები და შემდგომ პოლიციელები, ყველა ერთად, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 10 000 კაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ პროცესში ჩართული. როდესაც ადამიანს ესმის იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც აკეთებს, მეტი ღირსებით აკეთებს ამას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს,მეტი პასუხისმგებლობა აქვს თითოეული მოქალაქის და საერთოდ სამართლიანი ნაბიჯების, სამართლიანი ქმედებების კონტექსტში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ გახდება წარმატებული, ძლიერი სახელმწიფო, თუ თქვენ ღირსეულად და სამართლიანად თქვენს საქმეს არ გააკეთებთ.

ეპიდემიასთან ბრძოლაში პოლიციის როლი, ფუნქცია, გამოყოფილია, ცალკეა. საერთო საქმეში ამ როლის და ფუნქციის მნიშვნელობა უდიდესია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა - დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა“, - განაცხადა გახარიამ.

მან პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას მიულოცა და მათ შორის - მესაზღვრეებს, მაშველებს თუ მეხანძრეებს.

„ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს“, - ასე მიმართა პრემიერმა გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

პოლიციელების დაჯილდოვება
პოლიციელების დაჯილდოვება

ვახტანგ გომელაურმა და გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი დააჯილდოვეს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG