Accessibility links

ავღანეთში ტელეარხის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა


ავტობუსი, რომლშიც ტელეარხ "ხურშიდის" თანამშრომლები ისხდნენ, აფეთქების შემდეგ

ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ერთი ჟურნალისტი და მძღოლი დაიხოცნენ, ხოლო ექვსი პირი დაშავდა, როცა ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ტელეარხის თანამშრომლები გადაჰყავდა, ქაბულში ნაღმზე აფეთქდა. ცნობა 30 მაისს მომხდარი აქტის შესახებ გაავრცელა ტელეარხის დირექტორმა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე დაიღუპნენ მძღოლი და ერთი ჟურნალისტი“, თქვა „ხურშიდ ტი-ვის“ დირექტორმა ჯავიდ ფარჰადმა.

ტელარხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მოჰამად რაფი რაფიღ სადიღიმ, მოგვიანებით განაცხადა, რომ დაიღუპა მირ ვაჰედ შაჰი, ეკონომიკის სფეროს ჟურნალისტი და შაფიღ ამირი, ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი.

სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ძლიერად დაზიანებული თეთრი მინიავტობუსი. მსგავსი თავდასხმისას შარშან მოკლეს ამავე ტელეარხის ორი თანამშრომელი.

ავღანეთი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG