Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 1 ივნისიდან შემსუბუქდა მკაცრი კარანტინი


1 ივნისიდან რუსეთის დედაქალაქში შერბილდა მკაცრი კარანტინი და დასაშვები გახდა ქალაქში სეირნობა, სუფთა ჰაერზე ვარჯიში და ძაღლების გასეირნება დილის ხუთიდან 9 საათამდე, პირის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ამუშავდება ასევე რიგი არასასურსათო მაღაზია და მომსახურების სფეროს ცალკეული ობიექტები. მაგრამ ამასთან გამკაცრდება და პირბადის ტარება აუცილებელი იქნება არ მხოლოდ შენობებში, არამედ ქუჩებში.

კარანტინის ზომების შემსუბუქება დაიწყო ასევე რუსეთის სხვადასხვა რეგიონში.

მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქების ფონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება კორონავირუსის ეპიდემიის პიკის გადავლის შესახებ.

გასულ კვირში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს დაავალა დაიწყოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მომზადება, რომელიც 24 ივნისს გაიმართბეა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთში აიკრძალა ყველა სახის მასობრივი თავყრილობა, გადაიდო ასევე 9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩატარება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალი ანგარიშით, COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში დაინფიცირდა 405 000-ზე მეტი ადამიანი, 4 700 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის საერთო სტატისტიკით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG