Accessibility links

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ტურისტები მხოლოდ "მწვანე ზონებიდან" შემოვლენ, სომხეთიდან - ვერ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ტურისტები მხოლოდ "მწვანე ზონებიდან" შემოვლენ, სადაც ეპიდსიტუაცია მწვავე არ არის. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ტურისტულ არხებს ვერ გავაღებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. [მაგალითად, სომხეთი]. პირველ რიგში, ეს იქნება მწვანე ზონებიდან ტურისტები", - თქვა მან.

სომხეთში დღეს მწვავე ეპიდმდგომარეობაა. კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG