Accessibility links

თურქეთში აპატიმრებენ ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილ სამხედროებს


ფეთულა გიულენი

სტამბოლის პროკურორებმა სამშაბათს გასცეს დაპატიმრების ორდერები 118 სამხედრო პირისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირთან, ფეთულა გიულენთან კავშირში. თურქეთის ხელისუფლება გიულენს ადანაშაულებს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, გიულენის ქსელთან კავშირში 72 ეჭვმიტანილი დააკავეს 35 პროვინციაში ჩატარებული ერთდროული ოპერაციის შედეგად. პოლიცია ეძებს კიდევ 46 ეჭვმიტანილს.

სააგენტოს თანახმად, 98 ეჭვმიტანილი, რომლებზეც გაცემულია დაპატიმრების ორდერები, არმიაში მსახურობს, ორი კი სამოქალაქო პირია.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 ათასამდე ადამიანი დააკავეს, 130 ათასი - მათ შორის, სამხედროები - სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს.

გიულენი, რომელიც 1999 წლიდან აფარებს თავს აშშ-ს, უარყოფს გადატრიალებასთან კავშირს. გადატრიალების დროს 250-მდე ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG