Accessibility links

7 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთში აფეთქების შედეგად


აფეთქება ყუნდუზში, 2015 წელს

ავღანეთის ოფიციოზის ცნობით, 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ჩრდილოეთ ავღანეთში გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო მცირე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 1 ივნისის ღამით ყუნდუზის პროვინციაში მუშები გადაჰყავდა.

მომხდარისთანავე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მაგრამ პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხანა აბადმა, ინციდენტში ბრალი დასდო თალიბებს, რომლებიც „გზებზე ნაღმებს დებენ სამხედრო მანქანების ასაფეთქებლად, მაგრამ მათზე სამოქალაქო პირები ფეთქდებიან“.

თავდასხმის ფონია ძალადობის შემცირება ქვეყნის მასშტაბით თალიბანსა და ავღანეთის მთავრობის მიერ აპრილის ბოლოს მიღწეული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად.

დროებით ზავის შემდეგ, თავდასხმები კვლავ მატულობს ავღანეთში. 30 მაისს ერთი ჟურნალისტი და მძღოლი დაიხოცნენ, ხოლო ექვსი პირი დაშავდა, როცა ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ტელეარხის თანამშრომლები გადაჰყავდა, ქაბულში ნაღმზე აფეთქდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG