Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილ პოლიციელს ბრალი დაუმძიმეს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის


მინესოტის შტატის პროკურატურამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, დერეკ ჩოვინს ბრალი დაუმძიმა მესამედან მეორე დონის მკვლელობამდე. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 40 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გარდა ამისა, პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება წაუყენა კიდევ სამ ყოფილ პოლიციელს. ფლოიდის ოჯახის ადვოკატებმა ამ ფაქტს მწარე სიხარულის მომენტი უწოდეს. მათი განცხადებით, მართლმსაჯულების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს და ამას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც ფლოიდი ეუბნება, რომ ვეღარ სუნთქავს.

ოჯახის მიერ მიწვეულმა ექსპერტმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დაასახელა. ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, მის დაკავებაში მონაწილე ოთხივე ოფიცერი პოლიციიდან დაითხოვეს.

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა აშშ-ში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG