Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, შვიდივე რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. ისინი მოსკოვიდან 2 ივნისს დაბრუნდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 35-მდე გაიზარდა. მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. 1 გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები სჭარბობენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც. ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას საერთო ჯამში 45 შემთხვევა აქვს დადასტურებული.

XS
SM
MD
LG