Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი მაუწყებლის თანამშრომელი აღარაა


შორენა ღლონტი ამ დრომდე რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსამსახურის კონსულტანტი იყო დირექტორის ბრძანებულების საფუძველზე. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გოგა კოხრეიძემ იგი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას 24 თებერვალს ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა. როგორც აჭარის ტელევიზიის ჟურნალსიტების ნაწილი ამბობს, გუშინ გახდა ცნობილი, რომ შორენა ღლონტს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

რადიო თავისუფლება მცდელობის მიუხედავად შორენა ღლონტს ვერ დაუკავშირდა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.

შორენა ღლონტს, მაუწყებლის დირექტორის, გოგა კოხრეიძის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. ტელევიზიის მენეჯმენტს იგი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩამოშორებას ედავება.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გოგა კოხრეიძეს სასამართლოში მაუწყებლის 9 ჟურნალსიტი უჩივის შრომითი უფლებების დარღვევისთვის. ორმა კი კოხრეიძე დევნაში დაადანაშაულა და პროკურატურას მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG