Accessibility links

ტრამპი: "კეთილგონივრულია" დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის მიწვევა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "კეთილგონივრულია" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევა დიდი შვიდეულის გაფართოებულ სამიტზე.

ტრამპმა Fox News-ის რადიოს განუცხადა 3 ივნისს, რომ დიდი შვიდეულის წევრმა, სამრეწველო თვალსაზრისით წამყვანა ქვეყნებმა უნდა ილაპარაკონ რუსეთთან მიუხედავად მისი პოლიტიკისა მსოფლიოში და ყირიმის უკანონო ანექსიისა.

„საქმე ის არაა, რაც მან გააკეთა. საქმე ისაა, რომ "კეთილგონივრულია" , თქვა ტრამპმა და განმარტა, რომ „პრობლემა ისაა, რომ ბევრი საკითხი, რაზედაც ვმსჯელობთ, პუტინს ეხება. ვსხედვართ და დროს ვკარგავთ, რადგან შემდეგ ეს შეხვედრა მთავრდება, ვინმემ უნდა დაურეკოს პუტინს ან უნდა მოურიგდეს მას სხვა თემებზე. მე კი ვამბობ, რომ დაგვესწროს“, თქვა ტრამპმა.

30 მაისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ დიდი შვიდეული სამიტს გადადებს ივნისიდან სექტემბრისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო, და სურს ჯგუფს დაემატოს ავსტრალია, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ინდოეთი. ტრამპმა დიდ შვიდეულს უწოდა მოძველებული ჯგუფი ქვეყნებისა, რომლებიც წესიერად არ წარმოადგენენ მსოფლიოს. დიდი შვიდეულში შედიან აშშ, კანადა, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია და საფრანგეთი.

დიდი შვიდეულის ქვეყნები ცივად შეხვდნენ რუსეთის მიწვევას ელიტარული ჯგუფის შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG