Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგი: ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა


საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში
საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგმა მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს ჩინეთის ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობას. ამ ნაბიჯს განიხილავენ ნახევრადავტონომიურ ტერიტორიაზე პეკინის კომუნისტური ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებად.

4 ივნისს ჩატარებულ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ მწვანე სინათლე აუნთო კანონს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და კანადის, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, საფრთხეს შეუქმნის თავისუფლებებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფინანსო ცენტრში.

სახელმწიფო ჰიმნის შესახებ კანონი ჰიმნის შეურაცხყოფისთვის ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას და 6450 დოლარამდე ჯარიმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG