Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის წესებს შსს-ს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი იცავდა - მთავრობის მოხსენება


საქართველოს მთავრობის მოხსენების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის წესების აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტრის 10 ათასზე მეტი თანამშრომელი იცავდა. მოხსენება პარლამენტს გადაეგზავნა. დოკუმენტი 2019 წლიდან სექტემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდამდე მთავრობის საქმიანობას ასახავს.

"პოლიცია, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ინფორმირებულთა შესაძლო კონტაქტების მოძიების პროცესში. ასევე, ხორციელდებოდა უცხო ქვეყნიდან შემოსული კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადადგილების მონიტორინგი", - ვკითხულობთ მოხსენებაში.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლებმა 7,9 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერეს, რაც 24 მლნ ლარზე მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG