Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა 5 ივნისიდან სრულად გახსნა მიმოსვლა მეზობელ ავსტრიასა და უნგრეთთან, გერმანიასთან - ცალმხრივად


პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ 5 ივნისიდან სრულად გაიხსნა საზღვარი მეზობელ ავსტრიასა და უნგრეთთან. ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნებიდან ჩამოვლენ, არ მოსთხოვენ კორონავირუსზე ტესტს და 14-დღიანი კარანტინის გავლას.

მეზობელ გერმანიასთან საზღვარი გაიხსნება ცალმხრივად. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ჩეხეთიდან შესვლაზე შეზღუდვები გაუქმდა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრიჩეკი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ჩეხეთიდან ჩასულმა ადამიანებმა უნდა დაიცვან გერმანიის შესვლასთან დაკავშირებული ამჟამინდელი შეზღუდვები.

ყველაზე ადრე, 4 ივნისს, საზღვარი სრულად გაიხსნა ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრაღაში 3 ივნისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, იგორ მატოვიჩის ვიზიტის დროს გამოცხადდა.

ტომაშ პეტრიჩეკის თანახმად, 15 ივნისისთვის ჩეხეთის ხელისუფლება მოელის, რომ მიმოსვლა სრულად აღდგება ევროპის 20 ქვეყანასთან. მაგრამ იმ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები, სადაც კორონავირუსის ეპიდემია კვლავ გრძელდება, ვალდებული იქნებიან წარმოადგინონ ნეგატიური ტესტები COVID-19-ზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG