Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ირანი ზრდის ურანის მარაგს, არ იძლევა ობიექტების დათვალიერების საშუალებას


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ 5 ივნისს განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს გამდიდრებული ურანის მარაგის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ ნორმაზე ბევრად მეტად გაზრდას.

20 მაისის მდგომარებით, ნაკლებგამდიდრებული ურანის მარაგი, რომელიც ირანს აქვს, 1571 კილოგრამს უდრის, რაც რვაჯერ მეტია 2015 წლის შეთანხმებით დაწესებულ ნორმაზე, წერს სააგენტო 5 ივნისის ანგარიშში .გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას ერთი მხრივ, მეორე მხრივ ირანს შორის 2015 წელს დადებულ შეთანხმებას აშშ გამოეთიშა ცალმხრივად 2018 წელს და ისლამურ რესპუბლიკას დაუწესა მკაცრი სანქციები, რომლებიც მძიმედ აწვება ირანის ეკონომიკას.

საპასუხოდ ირანმა შეთანხმებული შეზღუდვების ეტაპობრივი იგნორიება დაიწყო და აცხადებს, რომ შეწყვეტს ამ პროცესს, თუ შეთანხმების ერთგული ქვეყნები ეკონომიკურ აქტიურობას გამოიჩენენ ირანის მიმართ.

ცალკე ანგარიშში სააგენტო „სეროზულ შეშფოთებას“ გამოხატავს ირანის წინააღმდეგობის გამო, მისცეს საერთაშორისო ინსპექტორებს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ ირანის ბირთვული აქტიურობა წარსულში ორ ობიექტზე, სადაც, სააგენტოს ვარაუდით, შეიძლება ირანს შენახული ჰქონდეს ბირთვული მასალები, რომლებიც არ წარუდგინა საერთაშორისო სააგენტოს. მესამე ობიექტი, სააგენტოს თანახმად, 2003 და 2004 წლებში საგულდაგულოდ დამუშავდა და არ აქვს აზრი მის ინსპექტირებას.

XS
SM
MD
LG