Accessibility links

აშშ-ის ავიაციამ თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა განახორციელა


ავღანეთში აშშ-ნატოს მისიის წარმომადგენლი, პოლკოვნიკი სონი ლეგეტი

აშშ-ის არმის თანახმად, მან განახორციელა პირველი საჰაერო იერიში თალიბანის წინააღმდეგ მას მერ, რაც ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა მეამბოხეებისა და ავღანეთის ძალების მიერ გასულ თვეში.

საჰაერო თავდასხმები ორ ნაწილად განხორციელდა 4-5 ივნისს ავღანეთის ორ პროვინციაში, განაცხადა არმიის წარმომადგენლმა სონი ლეგეტმა.

სხვა არეალში, ავღანეთის უშიშროების ძალების ათი მებრძოლი მოკლეს თავდასხმისას, რომელიც თალიბებს ბრალდებათ.

თალიბებმა ავღანეთის არმიასთან ერთად გამოაცხადეს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც დასრულდა 26 მაისს, რათა აღენიშნათ მუსლიმთა დღესასწაული - ალ-ფითრი.

მას მერე ავღანეთში ძალადობა შემცირდა და ქაბულმა განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება მეამბოხეებთან.

ვაშინგტონმა თალიბებთან შეთანხმებას თებერვალში მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებით, აშშ პირობას დებს, რომ გაიყვანს თავის ჯარს ავღანეთიდანსუშიშროების გარანტიების სანაცვლოდ, რათასმომზადებულიყოსავღანეთის ორ დაპირისპირებულ ძალას შორის მოლაპარაკების ნიადაგი.

ლეგეტმა ტვიტერით დაწერა, რომ აშშ-მა განახორციელა საჰაერო თავდასხმა თალიბებზე, 25 შეიარაღებულ პირზე, რომლებიც „ახორციელებდნენ კოორდინირებულ თავდასხმებს“ ავღანეთის ძალების საგუშაგოებზე ფარას პროვინციაში.
მეორე თავდასხმა თალიბების რაზმზე განხორციელდა ყანდაარის პროვინციაში.
ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალის გამოყენება, რათა დაწყების საშუალება მიეცეს სამშვიდობო პროცესს, წერდა ლეგეტი ტვიტერით გავრცელებულ სხვა პოსტში.

თალიბანს მომხდარის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სამხრეთის პროვინცია ზაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თალიბანი ჩაუსაფრდა პოლიციის კონვოის და ნაღმის აფეთქების შემდეგ ათი ავღანელი ოფიცერი დახოცა. თარიღ არიანის თქმით, აფეთქებამ პოლიციის რამდენიმე მანქანა მოსპო. სროლისას ოთხი თალიბი მოკლეს.

თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა თალიბანს არ უკისრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG