Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი, - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

ამ საქმესთან დაკავშირებით სუს-ში 3 ივნისს გამოკითხეს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა. გამოკითხვის დეტალებზე მას არ ულაპარაკია, რადგან, მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი დადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG