Accessibility links

ყაზახეთში ოპოზიციის აქციებზე ათობით პირი დააკავეს


ოპოზიციის ათობით აქტივისტი დააკავეს ყაზაზეთში, სადაც ორი ოპოზიციური პარტია 6 ივნისს საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავდა რამდენიმე ქალაქში, დემოკრატიული რეფორმების გატარების მოთხოვნით.

ვრცელდება ცნობები, რომ ათობით მოქალაქეა დაკავებული ალმა-ათაში, ქვეყნის კომერციულ დედაქალაქში, ისევე, როგორც კიდევ, სულ მცირე, ოთხ ქალაქში.

დემონსტრანტები დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამოქმედდა შედარებით ლიბერალური კანონი დემონსტრაციების შესახებ.

უფლებადამცველი ჯგუფები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ვერ შეძლო ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების გამოსწორება მას შემდეგ, რაც ვეტერანი ლიდერი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა. ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა, ხელისუფლებაში 30 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ.

ნავთობით მდიდარ ყაზახეთზე მძიმედ აისახა კორონავირუსის პანდემიის გამო ენერგიაზე ფასების ვარდნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG