Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100-ს აჭარბებს ყახაზეთში ოპოზიციის აქციებზე დაკავებულთა რიცხვი


ყაზახეთის პოლიციამ ოპოზიციის 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა ორი ოპოზიციური პარტიის აქციაზე, რომელიც 6 ივნისს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იყო დაგეგმილი, დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით. ​

იუწყებიან, რომ ათობით მოქალაქე დააკავეს ქვეყნის კომერციულ დედაქალაქ ალმა-ათაში, ვრცელდება ცნობები დაპატიმებებზე სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, დედაქალაქ ნურ-სულთანში.

დემონსტრანტები დააკავეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამოქმედდა შედარებით ლიბერალური კანონი დემონსტრაციების შესახებ.

უფლებადამცველი ჯგუფები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ვერ შეძლო ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების გამოსწორება მას შემდეგ, რაც ვეტერანი ლიდერი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა. ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა, ხელისუფლებაში 30 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ.

ნავთობით მდიდარ ყაზახეთზე მძიმედ აისახა კორონავირუსის პანდემიის გამო ენერგიაზე ფასების ვარდნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG