Accessibility links

სომხეთში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს


გაგიკ ცარუკიანი

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სომხეთში გარდაიცვალა 11 პაციენტი, ინფიცირებულ ავადმყოფთა რაოდენობა გაიზარდა 195-ით. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური უწყება, სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 13 325 შემთხვევა. 211 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სხვა ქრონიკული დაავადება.

კორონავირუსი შეეყარა თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიგს ელოდება კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ეს პირველი ოფიციალური აღიარებაა იმისა, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას ეპიდემიასთან გამკლავება აღარ ძალუძს.

ამ ფონზე სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, გაგიკ ცარუკიანმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს.

სომხეთის მმართველ პარტიაში გაგიკ ცარუკიანი „ფარისევლობაში“ დაადანაშაულეს და მიანიშნეს მის კავშირებზე კორუფციულ საქმეებთან, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG