Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მცირე აქციები იმართება დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით


ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დილიდან იმართება მოქალაქეთა ჯგუფების მიერ ორგანიზებული მდუმარე აქციები დროებითი დაკავების იზოლატორის წინ, სადაც 6 ივნისს დაკავებული ოპოზიციის მონაწილე რადენიმე ათეული აქტივისტი ჰყავთ პატიმრობაში.


მათ 10-15 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის, რომელზეც აპირებდნენ დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნების წამოყენებას ქვეყანაში.


უფლებადამცველი ჯგუფები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ვერ შეძლო ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების გამოსწორება მას შემდეგ, რაც ვეტერანი ლიდერი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა. ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა, ხელისუფლებაში 30 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ


6 ივნისის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მოძრაობა „კეშე პარტიასი“, რომელიც მაისში ყაზახეთის ხელისუფლებამ ექსტრემისტულად გამოაცხადა. დაკავებულთა შორისაა ამ მოძრაობის აქტივისტი დარხან უმირბაევი, რომელმაც პროტესტის ნიშნად იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG