Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ აშშ-ის წარმომადგენელი და თალიბანი ყატარში სამშვიდობო პროცესს განიხილავენ


ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა ყატარში მოლაპარაკების ახალი რაუნდი გამართა თალიბანის პოლიტიკურ ხელმძღვანელთან. ექსტრემისტული ორგანიზაციის პრესმდივანმა, მულა აბდულ ღანი ბარადარმა 7 ივნისს ტვიტერით დაწერა, რომ ხალილზადმა და ბარადარმა განიხილეს პატიმართა გაცვლის პროცესი და ავღანეთის შიდაპოლიტიკური მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა.

აშშ-მა და თალიბანმა თებერვალში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს 18-წლიანი ომის დასრულებას - ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის აშშ-ის ისტორიაში. შეთანხმება მოიცავს ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გამოყვანის გეგმას, სანაცვლოდ კი თალიბანი უსაფრთხოების პირობებს დებს.

ამასთან, შეთანხმების მიხედვით, ქაბულმა უნდა გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, ექსტრემისტებმა კი 1000 ტუსაღი უნდა გაუშვან - რითიც, როგორც მოელიან, უნდა დაიწყოს ავღანეთის შიდაპოლიტიკური მოლაპარაკებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG