Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე 2021 წელს ითამაშებს


წყალბურთში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრება 2021 წლის თებერვალში გაიმართება და სპორტის ამ სახეობის ისტორიაში პირველად, ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებიც იბრძოლებს.

ერთი წლით გადადებული ტოკიო-2020-ის შესარჩევ ტურნირს, მომავალ წელს, 14-21 თებერვალს ჰოლანდიის ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. ფინალური ეტაპის სამი საგზურისთვის ბრძოლაში სულ თორმეტი ქვეყნის ნაკრები ჩაებმება, რომლებიც უკვე გადანაწილდნენ ორ ქვეჯგუფში.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გამოვა, თურქეთთან, კანადასთან, ბრაზილიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან ერთად. B ჯგუფში ითამაშებენ: ხორვატია, გერმანია, რუსეთი, რუმინეთი, ჰოლანდია და საფრანგეთი. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ლიცენზიებისთვის ბრძოლა ნახევარფინალებით გაგრძელდება. წინასწარი გეგმით, წყალბურთში სალიცენზიო ტურნირი მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საქართველოს სპორტის გუნდურ სახეობაში ოლიმპიური თამაშების ლიცენზია არასოდეს მოუპოვებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG