Accessibility links

ირაკლი შოთაძემ უმასპინძლა კელი დეგნანს, საუბრის თემებს შორის იყო მომავალი არჩევნებიც 


კელი დეგნანი, ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

აღნიშნული ცნობის თანახმად, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით იმ წვლილისთვის, რაც კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების მიმართულებით დახმარებას ეხება.

შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს გააცნო საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.
„ასევე დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, პროკურატურის სისტემის განვითარების კუთხით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც პროკურატურა იუწყება, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს პროკურატურის როლზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში:

„ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG