Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაირკვევა როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები


ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი და წესი დღეს გამოცხდდება. გაირკვევა ისიც, თუ როდის და რა წესით ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

დეტალები ცნობილი გახდება მთავრობის ადმინისტრაციაში 14 საათზე დანიშნულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც გამართავენ განათლების და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

გამოცდების ახალი წესებით ჩატარებას კორონავირუსის პანდემია განაპირობებს.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG