Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: აპრილის მდგომარეობით ეკონომიკა 16 პროცენტზე მეტით შემცირდა


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოსი აპრილის თვის მდგომარეობით ეკონომიკა 16 პროცენტზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის პრეზენტაციას მართავს.

"რა თქმა უნდა, ეს წლიურ მაჩვენებელზეც აისახება", - თქვა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა მიმდინარე წელს 4 პროცენტით შემცირდება.

მისი თქმით, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა და 4,5 პროცენტის ნაცვლად 5,1 პროცენტს გაუტოლდა. კაკაურიძემვე აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია გრძელდებოდა მიმდინარე წლის იანვარშიც და 5 პროცენტს გადააჭარბა.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარუდგინა. დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დაწყებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG