Accessibility links

ანტიკრიზისული ბიუჯეტით, ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, დეფიციტი 8.5% იქნება


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

ამ პარამეტრებით:

♦ ეკონომიკური ზრდა იქნება -4%;

♦ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი;

♦ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით;

♦ ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი იქნება დაახლოებით 8.5%.

ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს დღესვე წარედგინება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტს საერთო არაფერი აქვს პოსტკრიზისულ გეგმასთან, რომელზეც მთავრობა მუშაობს ადგილობრივ და საერთშორისო ექსპერტებთან ერთად და მიზნად ისახავს ეკონომიკის აღდგენას 2021-2023 წლებში.

გახარიას თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემაა არაპროგნოზირებადობა და ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძიმეა საქართველოს ღია და პატარა ეკონომიკისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG