Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელი გარემოვაჭრეები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ


გარემოვაჭრეები აქციაზე შეიკრიბნენ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, რომელსაც საქმიანობის ანგარიშს აბარებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გარევაჭრობის ნებართვას მოითხოვენ, უმაღლესი საბჭოს შენობასთან მიიტანეს გასაყიდი პროდუქცია. მათ სხდომაზე დასწრებაც სურდათ, თუმცა, შენობაში არ შეუშვეს.

ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეებს საქმიანობა გასულ წელს აუკრძალა და ალტერნატიული ფართი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ავტოსადგურში მყიდველი არავინაა და ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩათ.

XS
SM
MD
LG