Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებულთა გასათავისუფლებლად პარტნიორებთან ერთად მუშაობენ


ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთთან
ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთთან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტის გამო, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარი ფაქტი ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა მხოლოდ დღეს, 9 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია 6 ივნისს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG