Accessibility links

გორში სტიქიის შედეგად კორპუსზე ახდილი სახურავის ხარჯებს მერია ფარავს


გორში, სტალინის ქუჩაზე 3 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გადახდილი სახურავის აღდგენის სამუშაოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. ამისთვის შპს მოურავთან 10,7 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადება იგეგმება. გორის მერია ახლა შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება თანხმობას.

გასულ კვირას ძლიერმა ქარმა გორში ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა. თუნუქის მასალა ქალაქის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე გადმოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლოს კორპუსის სახურავი 2 წლის წინ შეკეთდა და ის, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანია "მშენებელი-2013"- მა გადახურა. თანხის 10 პროცენტი მოსახლეობამ გადაიხადა, მაგრამ ამ გადახურვამ ძლიერ ქარს ვერ გაუძლო. ორი წლის წინ შესრულებული სამუშაო გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოიწონა და მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა. პროექტის ღირებულება 26 ათას ლარი იყო.

აღნიშნულ კორპუსზე სახურავი 2013 წლიდან ორჯერ გამოიცვალა და ორჯერვე ქარმა დააზიანა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა ვერც წინა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. მათი თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მათი პრობლემა, წლებია, ვერ გვარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG