Accessibility links

თინათინ ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობით ახლის ხარჯების დაფარვა შეგვიძლია


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ახალი შენობის ხარჯების დაფარვა არსებული შენობის რეალიზაციითაა შესაძლებელი. მის კომენტარს თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ჩვენ ამ შენობითვე შეგვეძლება ახალი შენობის ხარჯების დაფარვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე უფრო მცირე ფართობია, ვიდრე აქ, სადაც ახლა ვართ, ქალაქის ცენტრში და ამ შენობის რეალიზების შემდეგ დავფარავთ იმ ხარჯებს, რაც სჭირდება არა მხოლოდ შენობას, არამედ ტექნოლოგიების გაუმჯობესებას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

გუშინ, 9 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოებისთვის 46,8 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა. საერთო ჯამში, თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას #31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენება, დაახლოებით, 81 მილიონი ჯდება. აქედან, წინასწარი გათვლით, 77 მლნ ლარი შენობისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებაა, ხოლო 3 მლნ ლარამდე - ნაგებობის ზედამხედველობისთვის საჭირო თანხა. გარდა ამისა, შენობის დიზაინისთვის მაუწყებლის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG