Accessibility links

გერმანია ადასტურებს, რომ აშშ-მა შეიძლება მისი ტერიტორიაზე ჯარი შეამციროს რუსეთის გამო შეშფოთების მიუხედავად


აშშ-ის ჯარისკაცები სამხედრო მანევრების დროს პატრულირებისას, გერმანია, გრაფენვიორი, 2020 წლის მარტი

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღო ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის, ამ ქვეყანაში განთავსებული, ჯარების ნაწილობრივ გაყვანის შესახებ. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გარკვეულ შეშფოთებას აღძრავს, რომ რუსეთისთვის იქნება არასწორი სიგნალი და აზიანებს ნატოს უსაფრთხოებას.
10 ივნისის ამ ცნობას მოჰყვა მედიის ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრძანა გერმანიაში განთავსებული 34500 სამხედროდან 15000-ის გაყვანის შესახებ.

თეთრმა სახლმა მედიის ცნობის კომენტირება არ ისურვა. გერმანიის კანცლერის, ანგელა ერკელის წარმომადგენლმა, ულრიკე დემერმა ბერლინში უთხრა ჟურნალისტებს, რომ გერმანიის მთავრობას ამცნეს, რომ „აშშ-ის ადმინისტრაციაში განიხილავენ გერმანიაში განთავსებული შეიარაღებული ძალების შემცირების საკითხს“, და რომ მისი ინფორმაციით, "საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ".

აშშ-ის ზოგიერთი კანონმდებელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ განხორციელების შემთხვევაში, ეს გეგმა ავნებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG