Accessibility links

საერთაშორისო საავიაციო სააგენტოს ირანმა ამცნო, რომ უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთებს პარიზში გააგზავნის


უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილი თეირანის მახლობლად, 8 იანვარი, 2020

ირანმა განუცხადა გაეროს საავიაციო სააგენტოს, რომ უკრაინის,
ისლამურ რესპუბლიკაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, შავ ყუთებს პარიზში გააგზავნის შესასწავლად მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფს შეთანხმებებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან გამოძიებაში.
.

ირანმა ადრე უარი განაცხადა გაეცა უკრაინის ავიაკომპანიის, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ჩამწერები. კატასტროფა მოხდა თეირანთან, 8 იანვარს, როცა თვითმფრინავს მოხვდა ირანის ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტა, და რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

მგზავრთა თითქმის ნახევარი კანადის მოქალაქეები, ან კანადაში მუდმივი ცხოვრების მქონე პირები იყვნენ. კანადამ ზეწოლა განახორციელა ირანზე, გადაეცა ყუთები საფრანგეთისთვის. გამოძიებაში ჩართული არიან უკრაინა და აშშ. მარტში განუცხადა ირანმა ავიაციის სააგენტოს, რომ ყუთებს უკრაინაში გააგზავნიდა.

მაგრამ, 10 ივნისს, ირანის წარმომადგენელმა სააგენტოს მმართველ საბჭოსთან ვირტუალური შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თეირანი ძლიერად დაზიანებულ ჩამწერ ყუთებს გააგზავნის საფრანგეთში, საავიაციო ავარიების საგამოძიებო სააგენტოში, იტყობინება როიტერსის სააგენტო რორ წყაროზე დაყრდნობით.

ირანმა განაცხადა, რომ ის ყუთებს გააგზავნის პარიზში მაშინვე, როცა გამოძიებაში მონაწილე ქვეყნებთან თანხმობა იქნება, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG