Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად ნახეს და პოლიცია გამოიძახეს.

ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმციით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით.

XS
SM
MD
LG