Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: "ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი"


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მას საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს.

სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებებს მის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი არც უკრაინის მთავრობის წევრია და არც თანამდებობის პირის ოფიციალური წარმომადგენელი და თავისი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლია:

„სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის...
მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქე“, აღნიშნავს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს 11 ივნისს განაცხადა, რომ სამინისტროში დაიბარებენ საქართველოში უკრაინის ელჩს, რათა მან განმარტოს, რატომ ერევა უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ არჩევნების პროცესში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე 11 ივნისს გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა.

უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვერ დააკონკრეტა, როდის დაუბრუნდება იგი სამუშაო ადგილს კიევში. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პროცესი სავარაუდოდ დიდხანს არ გაიწელება. მინისტრმა 27 მაისს განაცხადა, რომ დააკვირდებიან ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG