Accessibility links

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა. კვლევაში მედიაზე დასმული კითხვების ნაწილი ორგანიზაციამ დღეს, 11 ივნისს გამოაქვეყნა.

ამავე კვლევით, მოსახლეობის 45 პროცენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში "ხანდახან ერევა", 26 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ჩარევა ყოველთვის ხდება. მხოლოდ მოსახლეობის 12 პროცენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში არასდროს ერევა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევისთვის 1 763 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება კი 2,2 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG