Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სპორტის 2020 წლის ბიუჯეტი 53,3 მილიონით შემცირდა


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტის 2020 წლის დაფინანსება 53,3 მილიონი ლარით შეამცირა, ოღონდ არ კონკრეტდება, რამდენი ლარი მოაკლდა თითოეული სპორტული ფედერაციის ბიუჯეტს.

სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების შემცირება არ შეეხება სახელფასო, სასტიპენდიო და საიჯარო ნაწილს და ბიუჯეტი დაკორექტირდა მხოლოდ ტურნირებისა და საწვრთნელი შეკრებების ხარჯზე.

ორ თვეზე მეტია, საქართველოში სპორტის ყველა სახეობაში შეჩერებულია საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი. შიდა და საერთაშორისო ტურნირების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG