Accessibility links

Covid-19-ის დიაგნოზით ცოლ-ქმარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი Covid-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გვიან ღამით შეიყვანეს. წყვილი ბაქოში სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და იქედან წყალტუბოს საკარანტინე ზონაში მოხვდნენ.

"კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ცოლ-ქმარს კარანტინში ყოფნის მე-8 - მე-10 დღეს განუვითარდათ. საჭირო კვლევების შემდეგ კი დადასტურებული დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს", - აცხადებს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე.

მისივე თქმით, 38 წლის ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს, ჭარბწონიანობა, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები, ჰემატოლოგიური პრობლემები და შებამისადმისად მდგომარეობა მეტად საყურადღებოა. პაციენტი ამჟამად საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება ქმარს, მისი მდგომარეობა უფრო მსუბუქია.

თემურ ნადირაძე ასევე აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმარს დღეს ყველა კვლევა განმეორებით ჩაუტარდება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საქართველოს მასშტაბით ვირუსი ბოლო 24 საათში 9 პირს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 837-ია, საიდანაც 697 განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG