Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღებულია კანონი, რომლითაც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირი 20 ლარით დაჯარიმდება


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება.

კანონის მიხედვით, ტაქსის მძღოლსა და ყველა მგზავრს ვალდებულება აქვთ გადაადგილების დროს ეკეთოთ პირბადე. გარდა ამისა, ყველა პირი ვალდებულია დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის მოლებსა და მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე.

საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მანამდე კი პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

XS
SM
MD
LG