საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopCoV.ge-ზე უკვე აისახა.
ინფიცირებულებთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
"ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან მოძიება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმეს ინფიცირების წყაროების", - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე. სწორედ მის კლინიკაში მოათავსეს ინფიცირებულები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 843 პირს დაუდასტურდა, მათგან 697 განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა. დილის მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 5 შემთხვევაში ვირუსის გადადების წყარო ვერ დგინდებოდა.