Accessibility links

პარიზში გამკაცრდა შეზღუდვები მოსალოდნელი საპროტესტო მსვლელობის გამო


პარიზის ხელისუფლების განკარგულებით, კვლავ დაიხურება ცოტა ხნის წინ კორონავირუსისი კარანტინის შემედეგ გახსნილი რესტორნები და მაღაზიები პარიზის იმ ნაწილში, სადაც 13 ივნისს ფართომასშტაბიან საპროტესტო მსვლელობას ელიან.

პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქცია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური იქნება, შთაგონებულია აშშ-ში დაწყებული მოძრაობით „black lives matter“ (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“).

პარიზში მობილიზებულია პოლიცია, რადგან ხელისუფლება უფრთხის ძალადობას და არეულობას.

პარიზში დემონსტრაცია იმართება იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის გამო ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

13 ივნისს საპროტესტო აქციები გაიმართება ასევე მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG