Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანრი ოხანაშვილი: ჯარიმები ამოქმედდება, როცა მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს


კანონის ამოქმედების მიუხედავად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს მხოლოდ მას შემდეგ დააჯარიმებენ, რაც მთავრობა ამ წესს დეტალურად გაწერს.

საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ადამიანი 20 ლარით დაჯარიმდება. კანონი იმავე დღეს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე და შევიდა ძალაში, თუმცა სანქციები ჯერ არ მოქმედებს.

„არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი არ არის გაწერილი“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და განაგრძობს: „წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია“.

ოხანაშვილის თქმით, ეს ორი დღეც, მიუხედავად იმისა, რომ ვერავის დააჯარიმებენ, მოქალაქეებმა დახურულ სივრცეებში პირბადე მაინც უნდა ატარონ:

„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ გვყავს პაციენტები, არიან ინფიცირებული პირები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ, ნუ გარისკავთ ნურავინ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვატაროთ ეს პირბადე“.

საქართველოში ეკონომიკის გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კოვიდინფექციის 10 შემთხვევა გამოვლინდა, როცა ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG