Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დაიხურა ბაზარი და ჩაიკეტა მახლობელი კვარტლები


პოლიცია სინფადის ბაზართან
პოლიცია სინფადის ბაზართან

ჩინეთის დედაქალაქში წუხელ გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 36 შემთხვევა, რომლის ეპიცენტრია პეკინის ერთ-ერთი სასურსათო ბაზარი. ეპიდემიის აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ 14 ივნისს დახურა სინფადის ბაზარი და ჩაკეტა მახლობელი 11 კვარტალი, სადაც პოლიცია პატრულირებს.

ეს არის დედაქალაქში დაინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 50 დღის განმავლობაში, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს დააბრუნოს დღის წესრიგში ზოგიერთი მანამდე არსებული შეზღუდვა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიამ 14 ივნისს დაარეგისტრირა კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა, რამაც ქვეყანაში გააჩინა შიში ეპიდემიის განმეორებასთან დაკავშირებით.

ეს შემთხვევა ხაზს უსვამს, თუ რამდენად რთულია იმ ვირუსის აღმოფხვრა, რომელიც ჩინეთში გასული წლის ბოლოს ქალაქ უჰანში გავრცელდა და რომლის კონტროლზე აყვანაც მოხერხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კარანტინის შემოღებით.

ჯონს ჰოკინსის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადების 7,7 მილიონი და გარდაცვალების 430 000 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG