Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, - ამ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახურის თანახმად, ადგილზე შექმნილი სპეციალური შტაბის მუშაობა წყდება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგის მიზნით რჩებიან. საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები, ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ორი დღის განმავლობაში მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება ხანძრის თაობაზე 13 ივნისს 14 საათისთვის შევიდა. თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლი ტყეში 12 ივნისს ხეზე მეხის დაცემამ განაპირობა, თუმცა ეს ვერსია მალევე უარყო სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. გიორგი აბრამაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG