Accessibility links

გიორგი ვაშაძე: დღეს არანაირი ვითარება არაა იმის, რომ არჩევნები გადაიდოს


გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ არჩევნების შესაძლო გადადების საკითხის წამოწევა არის პარტიის გეგმა „ბ“ იმ შემთხვევისთვის, თუ მას რეიტინგის პრობლემა გაუჩნდება. გიორგი ვაშაძის აზრით, სწორედ ამ გეგმა „ბ“-ს ნაწილია ის, რომ ხელისუფლება მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესს აჭიანურებს:

„თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 13 ივნისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვევა, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის შემოღება კვლავ გახდეს საჭირო. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, არჩევნების თარიღიც გადაიწევს და, პირობითად, დეკემბერში გაიმართება. 14 ივნისს არჩევნების გადადების თეორიული შესაძლებლობა არ გამორიცხა არც ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG