Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა.

განახლებული მონაცემები დღეს, 15 ივნისს დილით გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 879-მდე გაიზარდა.

2 ივნისიდან 12 ივნისამდე, საქართველოში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი 9-ს არ აჭარბებდა. 12 ივნისს 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ში 8 და 14 ივნისს - 13.

ბოლო ხანს დადასტურებული შემთხვევებიდან დაახლოებით 10 პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. 15 ივნისის დილის მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელებულია 704.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG