Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლიას განცხადებით, ის "ტვ პირველში" რჩება


ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი

"ტვ პირველის" ჟურნალისტის ინგა გრილოგიას განცხადებით არხიდან კოლეგების წასვლის მიუხედავად ტვ პირველში რჩება, გულისწყვეტის მიუხედავად, ის წარმატებებს უსურვებს კოლეგებს სხვა არხზე.

„მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. „ტვ პირველია“ ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც სხვა არხი იშვიათად მინახავს... ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე .. მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს წარმეტებას სხვა არხებზე“.

ინგა გრიგოლიას განცხადებით, სივრცეში სადაც ის არის არ შეზღუდულა არც ერთ ჟურნალისტის თავისუფლება, არავიც მოუთხოვია თემის ან რესპონდენტის შეთანმება ან „მფლობელის ინტერსეზე მუშაობა“.

მისივე სიტყვებით, ბოლო პერიოდში „დიდი შტურმია“ არხის მიმართ, „გვიტევს ხელისუფლება, ტროლები, ბოტები, მეფის კარის კლოუნები“ მაგრამ, ინგა გრიგოლიას სიტყვებით ვერ შეაშინებენ, მეტიც „ამ ტელევიზიის ხიბლი არის თავისუფლება“ .

„რაც შეეხება ხელისუფლების ბოიკოტს, რომელიც თითქოს ახლა დაიწყო, არხზე ახალი ადამიანების გადმოსვლის შემდეგ, არა მეგობრებო, ბოიკოტი დაიწყო ბევრად უდრო ადრე და ნუ დავაბრალებთ "ტვ პირველის" ახალ თანამშრომლებს“,- აცხადებს ინგა გროლია.

მისი თქმით, არ აღელვებს მოსწონს თუ არა იგი ოპოზიციას ან ხელისუფლებას, აპირებს თავისი საქმის გაგრძელებას და პოლიტიკური ტოქ შოუ „რეაქციას“ ყოველ დღე გავა ეთერში.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ "ტვ პირველში" დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ თანამდებობაზე ის გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

15 ივნისს "ტვ პირველიდან"წავიდა ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე.

ტრაპაიძის წასვლამდე არხი ნინო ჟიჟილაშვილმა, ვახო სანაიამ და "პოლიტმეტრის" გუნდმა - ჟურნალისტემა და პროდიუსერებმა დატოვესყველა ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა არხზე "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის მთავარ პროდიუსერად დანიშვნა. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ "ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის" გამო ჩამოშორდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG