Accessibility links

ვარკეთილში შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პირველადი დათვალიერებით ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. როგორც სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძე ამბობს, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

„მეხანძრე მაშველებს მოუხდათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. იყო საფრთხე, რომ ხანძარი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე და გვერდით მდებარე კორპუსზე და ბაზრობის კიდევ სხვა ნაწილზე“, - თქვა კერესელიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG