Accessibility links

ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ მოქალაქე დაშავდა. ერთი თავის ტრავმით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი ფეხის ტრავმით - „ოპტიმალ მედში".

პოლიციელს კი კვამლის გამო თვალზე ადგილზე დასჭირდა დახმარების გაწევა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG